saqarTvelos mwvervalebi - TxeiSiSdudi
თხეიშიშდუდი - მწვერვალი ეგრისის ქედზე, მდინარე თხეიშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3045 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. ჩრდილოეთ კალთაზე არის პატარა მყინვარი თხეიშიშდუდი.